Direktlink:
Inhalt; Accesskey: 2 Hauptnavigation; Accesskey: 3 Servicenavigation; Accesskey: 4

ხედვა 2020 – შავი ზღვის სივრცე

შავი ზღვის რეგიონი არის დავის არე და ინტენსიური დებატების საგანი. ეს აისახება რეგიონის ცვლად დინამიკაში, მის რთულ რეალობაში, გარეშე პირების ინტერესებში და რეგიონის ურთიერთობაში დანარჩენ მსოფლიოსთან. მისი სტრატეგიული მდგომარეობა, ჩრდილოეთის დაკავშირება სამხრეთთან და აღმოსავლეთის დასავლეთთან, ისევე როგორც მისი ნავთობი, გაზი, ტრანსპორტი და სავაჭრო გზები, ყველაფერი ეს წარმოადგენს მისი მზარდი მნიშვნელოვნების მიზეზებს.

მხარისადმი გაძლიერებული ინტერესის მიუხედავად, რეგიონის რეალური პრიორიტეტები და მოთხოვნილებები ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი ხარისხით იგნორირებულია. ნაწილობრივ ეს შეიძლება მიეწეროს რეგიონალური მოღვაწეების წარუმატებლობას აწარმოონ ხედვა. შავი ზღვის გამოჩენა როგორც რეგიონი-რეგიონებს-შორის და ძლიერი ადგილობრივი და გარე მოთამაშეების საწინააღმდეგო გეგმები ამახინჯებენ საჭირო რეგიონალურ ცენტრს და აბუნდოვნებენ შედეგებს. ამგვარად, სასწრაფოდ აუცილებელია რეგიონის ხელახალი შეფასება ყველა მისი პრობლემებითა და პრიორიტეტებით. ეს მისცემს შესაძლებლობას ამასთან დაკავშირებულ ყველა მოღვაწეს უკეთესად წარმოიდგინოს, რა შეიძლება გაკეთდეს, ისევე როგორც მათ მიეცემათ საშუალება განავითარონ ინოვაციური მიდგომები პრობლემებისადმი, ამნაირად, გაზარდონ რეგიონის უსაფრთხოება, სტაბილურობა და კეთილდღეობა. მშვიდობიანი და გაერთიანებული შავი ზღვის რეგიონის გამოჩენა ყველასათვის სასარგებლო იქნებოდა.

ამის შეხსენებით და მისი ყოვლისმომცველი მიდგომით, კომისია ცდილობდა წინ წაეწია ინკლუზიური სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს ყველა დაინტერესებული პირების მოთხოვნილებებს, პრიორიტეტებს და ინტერესებს ოთხ მნიშვნელოვან სფეროში; მშვიდობა და უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა, დემოკრატიული ინსტიტუტები და კარგი მმართველობა და, ბოლოს, რეგიონალური თანამშრომლობა. კომისია მივიდა იმ გაგებამდე, რომ რეგოინის მომავალი მდგომარეობს მის შემდგომ დემოკრატიზაციაში და ეკონომიკურ ინტეგრაციაში მთელ ფართო მსოფლიოსთან.

ამ მოხსენების მომზადების საფუძველს წარმოადგენს რეგიონის გაზრდილი გეოპოლიტკური ცვალებადობა, რომელმაც გარკვეულ ადგილებში ნებისმიერ მომენტში შეიძლება გამოიწვიოს ღია ომი. რეგიონის გადაუჭრელი კონფლიქტები აფერხებს ეკონომიკურ განვითარებას და მათ გააჩნია პოტენციალი ხელახლა გადაიზარდოს ფართო კონფლიქტებში. ისინი ზემოქმედებას ახდენს რეგიონალურ სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე და, თუ არ გადაწყდება ეს საკითხები, იმუქრება ბევრად დიდი საერთაშორისო შედეგებით. მაგრამ კომისიის მრწამსია, რომ რეალურია წარმოვიდგინოთ შეკრული, განვითარებული, ინტეგრირებული და სტაბილური რეგიონი. ამისათვის:

·         რეგიონალურმა მოღვაწეებმა უარი უნდა სთქვან ძალის გამოყენებაზე მათ პოლიტიკურ ურთიერთობებში და პატივს უნდა სცემდნენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, საზღვრების შეუხებლობას, საერთაშორისო შეთანხმებებსა და კანონის უზენაესობას მათ საქმიან ურთიერთობებში.

·         დაინტერესებულმა გარეშე პირებმა უნდა მხარი დაუჭირონ კარგი მართვის უზრუნველყოფის მცდელობებს, ურთიერთდამოკიდებულებების შექმნას და შავი ზღვის პოლიტიკის და ეკონომიკის რეგიონალიზაციას.

·         საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა წაახალისოს ნდობის გამაგრების ერთობლივი მცდელობები და ზომები ისევე, როგორც ქმედებები მიმართული კამათების მშვიდობიან გადაწყვეტის სასარგებლოდ.

შავი ზღვის პოლიტიკა მუშაობს უკეთესად, თუ მიდგომა რეგიონალურია. სახელმწიფოები, რომლებზეც მიდის საუბარი, უნდა წახალისდნენ, რათა მოძებნონ რეგიონალური გადაწყვეტილებები რეგიონალური პრობლემებისათვის. დაინტერესებული პირები მზად უნდა იყვნენ საკითხების ერთად გადაჭრის მოთხოვნილებებისათვის და მისცენ საშუალება არა-სამთავრობო მოღვაწეებს, როგორიც არიან ბიზნეს სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება, რეალური როლი ითამაშონ გადაწყვეტილებების ფორმირებაში. ამგვარად, კომისია გირჩევთ:

ხედვა 2020 – შავი ზღვის სივრცე

მოღვაწეების და სახელმწიფოების მიერ ახალი ყოვლისმომცველი კონცეფციის და პოლიტიკის შექმნა, შავი ზღვის სივრცე, ფოკუსირდება 2020 წელზე. მისი მიზანი უნდა მდგომარეობდეს მასზედ, რომ წინ წაიწიოს რეგიონალური თანამშრომლობა იმის მოლოდინში, რომ მოახლოვდება ცვლილებები კეთილმეზობლურ ურთიერთობაში. ხედვა 2020 მოითხოვს განვითარდეს გამჭვირვალე სტრატეგია, რომელმაც უნდა აღნიშნოს რამოდენიმე დაკავშირებული ინიციატივის კულმინაცია.

გაზარდეთ შავი ზღვის რეგიონებად დაყოფის პროფილი

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (BSEC) საჭიროებს გაახალგაზრდავებას. მისი მე-20 ყოველწლიური შეხვედრა უმაღლეს დონეზე უნდა იყოს საშუალება მისი წევრებისათვის განაახლონ რეგიონალური თანამშრომლობის ვალდებულებები და საზეიმოდ გაიხსნას განახლებული შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (BSEC), იმისათვის რომ ის გახდეს უფრო მართებული ორგანიზაცია დიდი გავლენით. შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) აღორძინება, მისი გაფართოებული როლი და გაზრდილი რეგიონალური მართებულობა შეიძლება გამოიხატოს ახალი სახელის მინიჭებით. ყველასათვის რეგიონში შეიძლება იყოს გახსნილი ფართო-რეგიონალური ინფორმირებულობის ასამაღლებელი კონკურსი ახალი სახელის შესათავაზებლად და ახალი დროშისა და ლოგოს შესადგენად.

შეთანხმება კონფლიქტებთან

დააარსეთ მაღალი დონის საკონსულტაციო ჯგუფი იმისათვის, რომ დაიწყოთ გაჭიანურებული კონფლიქტების და რეგიონის სხვა გადაუჭრელი პრობლემების მოგვარება. უნდა დაწესდეს ნდობაზე ნაშენი ღონისძიებები და უსაფრთხოების კონსტრუქტიული დიალოგი შესაბამის პრობლემებზე. საერთაშორისო შეკრების განხორცილების შესაძლებლობა შავ ზღვაზე, უმჯობესად მაღალ დონეზე, რეგიონალური სახელმწიფოების და საერთაშორისო დაინტერესებული პირების ჩართვით, უნდა იყოს მაღალი დონის ჯგუფის მუშაობის საბოლოო წერტილი.

ყურადღება მიაქციეთ ეკონომიკურ პრობლემებს, რომლებიც ეხება ზოგად ამოცანებს და რეალურ მოთხოვნილებებს

მყარი განვითარების პრინციპები უნდა იყოს შავი ზღვის არის რეგიონალური ურთიერთობის წამყვანი ფილოსოფია. რაციონალური პასუხები კლიმატის ცვლილების შედეგებზე და ბუნებრივი, ადამიანური და სოციალური რესურსების გონიერი გამოყენება წარმოადგენენ მნიშვნელოვან კომპონენტებს ისეთი მოდელის განვითარების, რომელიც გადაიტანება თანმიმდევრულ პოლიტიკაზე ნაციონალურ და რეგინალურ დონეებზე. პოლიტიკა უნდა განხორციელდეს იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს ბიზნეს გარემოება და მეტად გაადვილდეს ეკონომიკური აქტივობა საზღვარის გადასალახად, ისევე როგორც რეგულარული პოლიტიკის დიალოგების დამყარება შესაბამის თანამდებობის პირებს შორის.

ხელი შეუწყეთ და კოორდინაცია გაუწიეთ რეგიონალური თანამშრომლობის სქემებს ყველა დონეებზე

რეგიონის სრული პოტენციალის გასათავისუფლებლად საკუთარ ხელებში აღებულ უნდა იქნას შავი ზღვისთვის არსებული მრავალრიცხოვანი თანამშრომლობის, პროგრამებისა და ინიციატივების კოორდინაცია. არსებობს აგრეთვე ზოგადი ზემოდან-ქვემოთ მიდგომის გადაღმა გადანაცვლების აუცილებლობა იმისათვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ სამოქალაქო საზოგადოება თამაშობს როლს რეგიონის განვითარებაში. პრიორიტეტს წარმოადგენს სადაო საკითხების იდენტიფიკაცია, რომლებიც უკეთესია იყოს მიმართული რეგიონალურად და არა ნაციონალურად. გაკვეთილები უნდა იყოს მოყვანილი სხვა რეგიონების მოვლენებიდან, რომლებიც იდგნენ ან აქვთ საქმე მსგავს პრობლემებთან, ისეთები, როგორიც არის ბალტიკა, ბალკანეთი, დუნაის რეგიონი და სხვა.

ხელი შეუწყეთ ინტერ-კულტურულ დიალოგს

აუცილებელია შავი ზღვის ხალხებს შორის ინტერ-კულტურული და სხვადასხვა სარწმუნოებებს შორის დიალოგის გამჭვირვალე მხარდაჭერა და თავდებობა. უნდა გაიზარდოს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა და, რეგიონისთვის, წახალისდეს რეგიონის ჟურნალისტების მიერ მეტი ქვეყნის გაშუქება პრესაში.

ხელი შეუწყეთ პროფესიული ჯგუფების მიზნობრივ სწავლებას

არსებობს ყველგან რეგიონში სახელმწიფო მოხელეების, დიპლომატების, ახალგაზრდა ლიდერების, პარლამენტარებისა და ბიზნეს-ლიდერების მიზნობრივი სწავლების აუცილებლობა. შავი ზღვის სასწავლო აკადემიის შექმნა დაეხმარებოდა ამ პროცესის გამარტივებას.

ხელი შეუწყეთ კარგ მართვას, სამოქალაქო საზოგადოებას და სოციალურ დიალოგს

უნდა წახალისდეს სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა ტაქტიკის შემუშავებაში და მათი ურთიერთდამოკიდებულებები კარგი მართვისათვის. შავი ზღვის ქვეყნებში, კონფლიქტის რეგიონების ჩათვლით, უნდა იყოს გამოყენებული ძალ-ღონე სამოქალაქო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გასაადვილებლად. ბიზნეს-ორგანიზაციები, ისეთები, როგორიც არის სავაჭრო პალატები, დამქირავებლების ორგანიზაციები და პროფკავშირები, უნდა იქნენ წახალისებულნი ერთმანეთთან საურთიერთობოდ იმისათვის, რომ იპოვონ და წარადგინონ ზოგადი პრობლემების რეგიონალური გადაწყვეტები.