Direktlink:
Inhalt; Accesskey: 2 Hauptnavigation; Accesskey: 3 Servicenavigation; Accesskey: 4

ჩვენი მიზნები

ერთობლივი ხედვის და ერთიანი სტრატეგიის საჭიროება შავი ზღვის რეგიონის მომავლისათვის.

შავი ზღვის რეგიონის საკითხი თანდათან უფრო აქტიურად დგება საერთასორისო დღის წესრიგში. ფაქტიურად, რეგიონალური მიდგომა თანდათანობით ვითარდება, რადგან ძირითადი როლის შემსრულებლები ხვდებიან, რომ საერთო პრობლემები ერთად უნდა განიხილონ, რათა ეფექტურად გადაჭრან ისინი.

თუმცაღა, თანამშრომლობის ძალისხმევა სერიოზულად ფერხდება მთელი რიგი ფაქტორებით, როგორიცაა არათანაბარი ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარება როგორც ამ ქვეყნების შიგნით, ასევე ერთმანეთთან მიმართებით, ნაციონალისტური ძალები და ხანგრძლივი მტრობა რეგიონალურ მოთამაშეებს შორის.

2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა საქართველოში, ცხადად აჩვენა მოუგვარებელი კონფლიქტების ძალადობრივი ესკალაციას პოტენციალი, და ასეთი მოვლენების ნეგატიური გავლენა როგორც ადგილობრივ მოსახლეობაზე, ასევე მთლიან რეგიონზე. იგივე შეიძლება ითქვას რუსეთსა და უკრაინას შორის 2008/2009 წლების გაზის კრიზისზე.

ამ კონტექსტში აუცილებელია დიალოგისა და თანამშრომლობის განმტკიცებისკენ მიმართული საღი პოლიტიკის წახალისება კონფლიქტების შეჩერებისა და მშვიდობიანი საშუალებებით საბოლოოდ გადასაწყვეტის მიზნით.

თუმცაღა, პოლიტიკაზე ორიენტირებული მცირე კვლევა შავი ზღვის რეგიონში გამოწვევებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების საფუძველზე ტარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ძნელია ჯანსაღი, ფაქტებზე დაფუძნებული პოლიტიკის განვითარება. უფრო მეტიც, არსებული კვლევები მიმართულია იმისკენ, რომ მოახდინოს ფოკუსირება სპეციფიკურ თემებზე (როგორებიცაა: ელექტრო-ენერგია, ტრანსპორტი, გარემო და..), და/ან უფრო დაფუძნებულია ცალმხრივ შეხედულებებზე (ნაციონალური ან დასავლური/ევროატლანტიკური).

შავი ზღვის კომისია მიზნად ისახავს გამოასწოროს ეს დისბალანსი ამომწურავი, პოლიტიკაზე-ორიენტირებული კვლევების საშუალებით შავი ზღვის რეგიონის მომავალზე, რომელიც ჩატარდება მკვლევარებისა და დაინტერესებული პირების ერთობლივი ჩართულობით როგორც ამ რეგიონიდან, ასევე მის გარეთ, იმ მოსაზრებით, რომ ის იყოს რაც შეიძლება ობიექტური და დაბალანსებული. კვლევის მიზანია წარმოადგინოს არა მხოლოდ მოკლევადიანი, რომელიმე სექტორის ან მხარეების სპეციფიკური ინტერესები, არამედ უზრუნველყოს ახალი ხედვის და გრძელვადიანი სტრატეგიის განვითარება შავი ზღვის, როგორც რეგიონის მიმართ.

კვლევის შედეგების ძირითადი მიმართულებების გამარტივების მიზნით, 2010 წლის დასაწყისისათვის, კომისია გააკეთებს ერთობლივ მოხსენებას განმარტებითი შეჯამებით და ასევე პოლიტიკური რეკომენდაციებს მთავარი დაინტერესებული პირების მიმართ.