Direktlink:
Inhalt; Accesskey: 2 Hauptnavigation; Accesskey: 3 Servicenavigation; Accesskey: 4

შავი ზღვის კომისია

შავი ზღვის კომისია არის ინიციატივა, რომლის მიზანია შავი ზღვის რეგიონისთვის ერთიანი ხედვის და საერთო სტრატეგიის შემუშავებაში წვლილის შეტანა ძირითად საკითხებში ახალი მიმართულებების განვითარების გზით. კომისია შავი ზღვის რეგიონს განიხილავს შემდეგი ათი ქვეყნისგან შემდგარ რეგიონად: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, საქართველო, საბერძნეთი, მოლდოვეთი, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.

2009 წელს, კომისია განახორციელებს პოლიტიკაზე ორიენტირებულ კვლევას შავი ზღვის რეგიონის მომავლის შესახებ და წარმოადგენს მას ამომწურავი მოხსენების სახით. ამავდროულად, კომისია გასცემს შესაბამის პოლიტიკურ რეკომენდაციებს იმ ადამიანებზე, ვისაც ძირითადი როლი ეკისრება შავის ზღვის რეგიონის პოლიტიკაში.

გერმანელი მარშალის ა...-ს ფონდის პროექტმა, ”შავი ზღვის კონსორციუმი რეგიონული თანამშრომლობისთვის”(GMFUS BST) ბუქარესტში,”Bertelsmann Stiftung”-მა გერმანიის ქალაქ გიუტერსლოში; თურქეთის ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითმა ფონდმა (TEPAV) ანკარაში და შავი ზღვის ქვეყნების შესწავლის საერთაშორისო ცენტრმა (ICBSS) ათენში ერთობლივად განავითარეს ეს პროექტი და დაიწყეს მისი განხორციელება 2009 წლის იანვარში.